როგორ მოვხვდეთ მესტიაში?

თბილისიდან მესტიაში მოხვედრა შესაძლებელია:

  • მანქანით;
  • თვითმფრინავით;
  • მატარებლით;
  • სამარშრუტო ტაქსით.

ასევე, შეგვიძლია თბილისის აეროპორტიდანვე მოგემსახუროთ.

მანქანით: თბილისი – მესტია 490 კმ-ია და დაახლოებით 7-8 საათი სჭირდება მგზავრობას. გზა მესტიამდე დაგებულია და ზუგდიდი შემდეგ, 140 კილომეტრიანი მონაკვეთის უდიდესი ნაწილე ბეტონის საფარითაა დაფარული.

თვითმფრინავი: დაფრინავს ყოველდღე სამშაბათის და პარასკევის გარდა. ერთი გზის ღირებულება 75 ლარია და 20 კგ ტვირთის წაღება შესაძლებელია უფასოდ. ფრენები ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაშ, თუ უღელტეხილზე და სვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნალექო ამინდია და ხილვადობაა მაღალი. შესაბამისად, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ფრენის გადადება. ბილეთის დაჯავშნა: 032 400 400. ავტომოპასუხის შემდეგ აკრიფეთ: 500 ან 501.

მატარებელი: თბილისი – ზუგდიდის მატარებელის ბილეთის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით. ბილეთის ღირებულება 15 ლარია. მატარებელი თბილისიდან მიემგზავრება დაახლოებით ღამის 11 საათზე და ზუგდიდში დილი 7 საათისთვის ჩადის. ზუგდიდიდან მესტიაში შესაძლებელია სარეისო სამარშრუტო ტაქსით გამგზავრება, რომლის ღირებულებაა 15 ლარი და ის რკინიგზის სადგური მიმდებარე ტერიტორიაზეა მატარებლის ზუგდიდში ჩასვლის მომენტისთვის. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია მანქანის ქირაობა. ზუგდიდი – მესტია მარშრუტის ღირებულება საშუალოდ, 150-200 ლარია.

სამარშრუტო ტაქსი: თბილისიდან გადის დილის 6 საათისთვის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან (ბავშვთა სამყაროსთან ახლოს). რადგანაც ადგილის წინასწარ დაჯავშნის ფორმალური მექანიზმებაი არ არსებობს, სასურველია დილის 5 საათისთვის მისვლა. ფასი (თბილისი-მესტია): 30 ლარი.

სერვისები/ტრანსპორტირება

  • აეროპორტში დახვედრა;
  • ტრანსპორტირება თბილისიდან ან საქართველოს სხვა, ნებისმიერი კუთხიდან;
  • სვანეთის მასშტაბით მომსახურება.

სერვისები/ტურები

Ver peliculas online