სვანეთის შესახებ

ზემო სვანეთი მდებარეობს მდინარე ენგურის ხეობაში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება კავკასიის მთავარი ქედი, რომელიც გამოყოფს სვანეთს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ბალყარეთისაგან. აღმოსავლეთიდან სვანეთს ქვემო სვანეთი და რაჭა ესაზღვრება, სამხრეთიდან - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთიდან კი - აფხაზეთი.

ზემო სვანეთის სამხრეთ საზღვარია სვანეთის ქედი, რომელიც ენგურისა და ცხენისწყლის სათავიდან – ყორულდაშის მთიდან სამეგრელომდეა გადაჭიმული. ტერიტორიის ფართობი 3,044 ათასი კვ.კმ-ია. რელიეფურად სვანეთი მაღალმთიანი ვიწრო ხეობაა, რომლის სიგრძე 120 კმ-ია, სიგანე კი – 20-25 კმ.

ლანდშაფტი

  • ზემო სვანეთის ლანდშაფტში გამოიყოფა ხუთი ძირითადი სარტყელი.
  • მთა-ტყიანი ზონა (500-დან 1,500 მეტრამდე ზღვის დონიდან) ახასითებს ცივი, ნესტიანი ზამთრი და ზომიერი, თბილი ზაფხული. რელიეფი წარმოდგენილია ღრმა ხეობებით, ციცაბო ფერდობებითა და მოკლე, წყალგამყოფი ქედებით.
  • სუბალპური ზონა (1,200-დან 1,900 მეტრამდე ზღვის დონიდან) ხასიათდება რელიეფის რბილი ფორმებით, ცივი და ნესტიანი ზამთრით და ზომიერად ცხელი, ხანგრძლივი ზაფხულით.
  • ალპური ზონა (1,900-დან 3,000 მეტრამდე ზღვის დონიდან) ხასიათდება ცივი და ნესტიანი კლიმატით, მოკლე, გრილი ზაფხულითა და ხანგრძლივი ზამთრით.
  • სუბალპური ზონა (3,000-დან 3,300 მეტრამდე ზღვის დონიდან) მოიცავს მთავარი კავკასიონის, სვანეთისა და ყურულდაშის ქედების უწყვეტ ჯაჭვს. ძირითადად რელიეფის მყინვარული ფორმებია გავრცელებული. ხასიათდება მკაცრი კლიმატური პირობებით.
  • ნოვალური ზონა (3,300 მეტრიდან ზემოთ ზღვის დონიდან) მოიცავს კავკასიონის, სვანეთის და სხვა ქედების მწვერვალებს. ხასიათდება მკაფიო ალპური ფორმებით, მკაცრი კლიმატით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

ფაუნა

სვანეთის მთებსა და ტყეებში გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ტყის კატა, გარეული თხა, ფოცხვერი, ამიერკავკასიური მაჩვი, არჩვი, კავკასიური ციყვი, კურდღელი, თაგვანა, პრომეთეს მემინდვრია. ალპური ზონის ფაუნის მშვენებაა დაღესტნური და კავკასიური ჯიხვი და არჩვი.ფრინველებიდან აღსანიშნავია მთის ინდაური, მთის ქათამი, კავკასიური შურთხი, მთის არწივი, ორბი, კაკაბი, მაღრანი.

მოსახლეობა

სვანეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობენ იაფეტური მოდგმის ქართველური შტოს წარმომადგენლები – სვანები.

ძეგლები

სვანეთი ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ძეგლი მიეკუთვნება ქვის ხანას – ნეოლითის პერიოდს და მდებარეობს სოფელი ლენჯერის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1,600 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების – მესტია-ჭალის და ენგურის წყალგმყოფი ქედის, ჰაწვალის დასავლეთ ფერდზე.

სვანეთში 190-ზე მეტი ეკლესია, 200-ზე მეტი კოშკი და 5 მუზეუმია.

Ver peliculas online